ჩვენი ამბავი

 

ჩვენ ვართ კომპანია „ბებიას“ - ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბებიების ხელით მოქსოვილ ქუდებს. ჩვენ, ერთი მხრივ, სახლში მყოფ ბებიებს საშუალებას ვაძლევთ, გამოიმუშავონ შემოსავალი საყვარელი საქმით, ხოლო მეორე მხრივ, ვქმნით მაღალი ხარისხის თბილ პროდუქტს.

იდეა მოდის ჩვენი ბავშვობიდან, როდესაც ყველაზე თბილი და საყვარელი ქუდი ბებიას მოქსოვილი იყო. სწორედ ერთი ასეთი ქუდის გამო გადავწყვიტეთ, იდეა რეალობად გვექცია.

დასაწყისისთვის ჩვენ მხოლოდ საქართველოში ვართ წამოდგენილნი და ფოკუსირებას ვახდენთ მხოლოდ ქუდებზე. სამომავლოდ კი ვგეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და უცხოური ბაზრების ათვისებას, რაც საშუალებას მოგვცემს დავასაქმოთ ასობით ქართველი ხანშიშესული ადამიანი, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფიდან.